თითქმის ყველა ბავშვს ყველაზე ხშირად ეკითხებიან დიდი რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე?
ამ კითხვაზე დარწმუნებით არასდროს ვიცოდი პასუხი და ვისვრიდი აქეთიქით სიტყვებს, მოცეკვავე, მომღერალი, ექიმი, მხატვარი და ა.შ. ცოტა, რომ წამოვიზარდე მივხვდი, რომ მთლად ისეთი ადვილიც არ ყოფილა პროფესიის არჩევა, როგორიც მე მეგონა. ამაზე ბევრი უნდა იფიქრო, გაითვალისწინო ყველაფერი და ბოლოს აირჩიო შენთვის ყველაზე კარგი პროფესია.
სიმართლე, რომ ვთქვათ ჯერ ადრეა ჩემთვის პროფესიის არჩევა, ჯერ კიდევ 2 წელი მაქვს წინ მაგრამ ამბოლოდროს ძალიან მოვუხშირე ამაზე ფიქრს.
პირველ რიგში არ მინდა ჩემი პროფესია ავირჩიო ვიღაცის მოსაწონად ანდაც სხვისი მიბაძვით. ასევე არც მშობლის ზემოქმედებით და ოჯახის ტრადიციის მიხედვით (ანუ სამედიცინო და გეპეის ტექნიკური რაღაც გამოთვლითი (ვერდავიმახსოვრესახელი ბოლომდეxD) გამოირიცხა)
ჩემი პროფესია იქნება ის, რომელიც მეყვარება, ყველაზე უკეთ გამომივა და კარგი ანაზღაურება მექნება.
ამ პუნქტებიდან გამომდინარე ჩამოვწერე სავარაუდო პროფესიები:
1) ადვოკატი– პირველი ეს დავწერე იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მიზიდავს. შემიძლია თავისუფლად აზრის დამტკიცება, მნიშვნელობა არ აქვს ჩემი იქნება, სხვისი თუ ზოგადად რამე აზრი. მართალია ვფიქრობ რომ სასამართლო და ეს გამოძიებები ბინძური საქმეა მაგრამ მაინც მომწონს ეს პროფესია :>
2) ბუღალტერი - ძალიან მიყვარს მათემატიკა და ბიზნესიც მაგრამ დედაჩემს, რომ ვუყურებ ამ პროფესიით, მე ვერ შევძლებ მაგდენის გაკეთებას ამიტომ ბუღალტერია და მსგავსი პროფესიები (ბანკირი, ეკონომისტი და ა.შ) გამოირიცხა.
3) მომღერალი/მწერალი/მხატვარი/ფოტოგრაფი/პოეტი - ამათგან ყველაზე კარგად ფოტოგრაფია გამომდის მაგრამ მეეჭვება საქართველოში ამ პროფესიით "გავქაჩო" და მაღალი ანაზღაურება მქონდეს ამიტომ ფოტოგრაფიაც გამოირიცხა იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარს.
4) ექიმი - არანაირი სურვილი არ მაქვს ექიმობის, შესაბამისად ესეც გამოვრიცხე.
5)მოდელი/დიზაინერი - დაახლოებით ორი წლის წინ ვაფრენდი ისე მინდოდა დიზაინერობა, რაღაცეებს ვჭრიდი და ვკერავდი, მაგრამ როგორც ჩანს მაინც არ შემიძლია კარგი ტანსაცმლის შექმნა და დიდად აღარც მინდა დიზაინერობა. მოდელობაც გამოირიცხა იმიტომ, რომ არ ვაკმაყოფილებ პარამეტრებს.
6) ჟურნალისტი -ძალიან მომწონს და მინდა წარმატებული ჟურნალისტი ვიყო, სტატიების წერაც შემიძლია მაგრამ საქართველოში იმის შესაძლებლობა ნაკლებია, რომ წარმატებული ჟურნალისტი გავხდე, ანუ მომიწევს საზღვარგარეთ წასვლა და იქ სამუშაოს შოვნა, ამიტომ ჟურნალისტიკაც გამოვრიცხე.
კიდევ ერთი რის ჩაბარებაზეც ვფიქრობ, ან მეორადზე ვისწავლი, არის უცხო ენები. როგორც ჩანს ნიჭი აღმომაჩნდა უცხო ენების სწავლის (ლოლxD) და თან იმდენი საშუალებაც არის რომ საზღვარგარეთ ვისწავლო. ასევე თუ უცხო ენებზე ჩავაბარებ, შემეძლება ვიმუშაო მთარგმნელად (უცხო ქვეყნებში მოგზაურობაც მოყვება ამას თავისთავად და როგორც იქნა ამიხდება ოცნება მსოფლიოს მოვლის). ჯერ ვფიქრობ ამაზე ზუსტად არ ვიცი მაგრამ ჭკუაში მიზის. თუ ჩავაბარებ იურიდიულზე, მეორადად ვისწავლი უცხო ენებზეც ან პირიქით. :)
მოკლედ ღმერთმა არქნას და თუ არასწორად ავირჩევთ პროფესიას გვახსოვდეს, რომ შეცდომის გამოსწორება არასოდეს არ არის გვიანი. უნდა განთავისუფლდეთ კომპლექსისგან, რომ "უკვე გვიანია რაღაცის შეცვლა", აუცილებელია იმის გაცნობიერებაც, რომ პროფესიის სწორად არჩევა არ არის ადვილი :)
პოსტის იდეის ავტორი მარიტა ^^
(c) პე