ნელნელა შემოდგომა ფორთოხლისფრად შეღებავს ქალაქს.
დღეს პირველი ფორთოხლისფერი დღეა ფორთოხლის გარეშე...
ხვალ მეორე იქნება
მესამე
მეოთხე
მეხუთე
,,
,
,,,
,,,,,
და გავა დრო ელვის სისწრაფით, მოვა ზამთარი და ნელნელა მომენატრება ყვითელი ფოთლების სუნი
მერე ისევ გაზაფხული
ზაფხული
და შემოდგომა..
ისევ დავიხურავ ქუდს და დავიწყებ ფოთლების შეგროვებას,,,
ფორთოხლისფერი ქუდი,
ფორთოხლისფერი ფოთლები
ფორთოხლისფერი მზე
მთავარი ფორთოხლის გარეშე,,,
აღარავინ შემომხედავს გაკვირვებული სახით, როცა ფოთლების ნელნელა ჩანთაში ჩაწყობას დავიწყებ, და აღარავინ გაიცინებს ჩუმათ...
დღეს იმ გზაზე გავიარე და პირველი ფოთოლი ავიღე.
იქვე, რომ სკამი იდგა გახსოვს ალბათ, იქ ჩამოვჯექი ცოტა ხნით,
გარშემო ფორთოხლისფერი ფოთლები, შემოდგომის სუნი, ფორთოხლისფერი მზე
მაგრამ მაინც რაღაც მომაკლდა თვალში...
მომაკლდი,,,
Nevermind! უბრალოდ შემოდგომის სუნი აქვს ყველაფერს და გამახსენდი,,,
(c) პე