Quantcast
Channel: Sunny ♥ Rainy Land
Viewing all articles
Browse latest Browse all 25

ტეგ თამაში - ამოალაგე ჩანთა

$
0
0
იმის შემდეგ რაც მანქს მოუვიდა აიდეა წამოეწყო ახალი ტეგ თამაში და მეც დამთაგა თავის პოსტში, აღარ მომიწევს ფიქრი თუ რაზე დავწერო ახალი პოსტი :>

ამოალაგეთ ჩანთები (იგულისხმება ჩანთა, ხელჩანთა, ზურგჩანთა, გვერდზე გადასაკიდებელი, წინ ჩამოსაკიდებელი თუ რაც არის) და მოგვიყევით, გვაჩვენეთ, გაგვილექსეთ რა გიდევთ ჩანთაში.

რა ნივთია ის რომელიც ყოველთვის დევს, რომლის ადგილიც ყოველთვის იცით და ა.შ.


გაიცანით ჩემი ჩანთა!

იმის გამო, რომ სკოლისგან ჯერჯერობით თავისუფალი ვარ, არ მიწევს უზარმაზარი წიგნების თრევა, ასერომ ამ პატარა ჩანთით ვმოძრაობ. ამისგარდა კიდევ ხუთია მაგრამ ამშემთხვევაში ამას განვიხილავ.
საკმაოდ ტევადია და ყველაფერი რაც მჭირდება ეტევა შიგნით ^^
3 დიდი ჯიბეაქვს (მგონი შესამჩნევია სურათზე ო.ო)

შიგნით:

 მესამე (უკანა) ჯიბეში ესენი ყრია.
  • მპ3 რომლის გარეშეც არსად არ დავდივარ
  • ის თეთრი ჯართი ტელეფონი, რომლითაც მარტო დედაჩემს ვურეკავ
  • ციფრული, ამშემთხვევაში მარტო ჩასადები იმიტომ, რომ ციფრულით ვიღებდი
  • და ის მეორე ჯართი ტელეფონი (ტელევიზორი) რომელსაც (ტელევიზორს) მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვრთავ. მგონი სულ ერთხელ ჩავრთე ისიც ღამის 11 საათზე მათემატიკის მასწავლებელთან, ბარსელონას თამაში იწყებოდადა რამექნა ო.ო



ესენი მეორე ჯიბეში (შუაში ანუ)
  • ერთჯერადი ცხვირსახოცი
  • სარკე :>
  • სახლის გასაღები


ესენი სულ პირველ (წინა) ჯიბეში მიდევს
  • პატარა ბლოკნოტოვით რაღაც, გზაში ვიწერ ხოლმე რაღაცეებს. "ამ სიცხეში გარეთ სიარული sux" და მსგავსებს ხდ
  • შესაბამისად ბარსელონას პასტა (კალამი :/)
  • მოსწავლის ბილეთი
  • თმისამაგრები, ეს ჩვეულებრივ არ დამაქვს ხოლმე მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა ჩანთაში
  • ბილაინის კარტა (უკიდურესი შემთხვევისთვის ხდ)
  • ხურდა ფულსაც ვატარებხოლმე მაგრამ ეს ხუთთეთრიანი საიდან აღმოჩნდა ჩანთაში არვიცი, ბოლო კაპიკამდე ვხარჯავ ხოლმე ფულს ო.ო
  • საათი, მაგრამ ჩანთაში არვიცი საიდან, რატომ, რისთვის ო.ო


ეს ჩალაგებულის სურათი ^^


სულ ეს იყო, მთელი ჩემი ზაფხულის ჩანთა, თორემ სკოლა რომიწყება :/

ვთაგავ Axl -ს ნინოს , და სიყვარულოვნას ^^

Viewing all articles
Browse latest Browse all 25

Trending Articles